საპატიმროდან გათავისუფლებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა რიგებს გივი თარგამაძეც შეუერთდა. მან მე-12 პენიტენციური დაწესებულება 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. ის სასჯელს პრლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეურსულებლობის გამო იხდიდა. როგორც თარგამაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ საკუთარ პირველ კომენტარში აღნიშნა, ციხეში ყოფნა ორიგინალურ გარემოში მოუწია, რადგან სასჯელს იხდიდა ერთი მხრივ, მისი მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრებულებსა და მეორე მხრივ, "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად. ვიდრე "ქართული ოცნების" ოპონენტი პოლიტიკოსები საპატიმროებს ეტაპობრივად ტოვენებ, ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს მართავენ. მიმდინარეობს მსჯელობა ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელსაც, მეტ ნაკლებად, ყველა მსხვილი თუ აქტიური პოლიტიკური ჯგუფი მოაწერს ხელს.