აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო 850 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ბოლო ორ დღეში 14 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა - Palitra News

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო 850 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ბოლო ორ დღეში 14 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა

2026-01-26 09:34:42+04:00

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო 850 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ბოლო ორ დღეში 14 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. დაზარალებულ შტატებს შორისაა კენტუკი, ჯორჯია, ვირჯინია და ალაბამა. აშშ-ში შაბათ-კვირას დაგეგმილი 14 200-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, მათ შორის ვაშინგტონში, რონალდ რეიგანის სახელობის ეროვნულ აეროპორტში ავიაკომპანიებმა ყველა ავიარეისი გააუქმეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ქარბუქსა და ყინვას „ისტორიული“ უწოდა და ფედერალური საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის 20-ზე მეტ შტატში გამოაცხადა.სინოპტიკოსების თქმით, თოვლი, ქარბუქი, წვიმა და ყინვა მომდევნო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.