ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები ქალებისთვის განკუთვნილი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ - Palitra News

ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები ქალებისთვის განკუთვნილი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2026-01-26 09:31:34+04:00

ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები ქალებისთვის განკუთვნილი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის – „შემოსავლების მომტანი საქმიანობების ხელშეწყობა ქალებისთვის“ ფარგლებში შერჩეული ინიციატივები ქალების ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებასა და სოფლის მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. კონკურსის შედეგად 19 გამარჯვებული პროექტი შეირჩა, რომელთა მხარდაჭერისთვის საგრანტო დაფინანსება ჯამში 8 475 ლარს შეადგენს. დაფინანსებული ინიციატივები ხელს შეუწყობს ტურისტული ბიზნესის, შინამეურნეობის განვითარებას.