ირაკლი კობახიძის ინიციატივას, სატელევიზიო ეთერში დებატების დაბრუნების შესახებ, ოპოზიციაში კომიკურს უწოდებენ. მათი მტკიცებით, ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებას ყველა საკითხზე ეკამათოს, თუმცა როგორც ისინი განმარტავენ ამისთვის სპეციალური გარემო უნდა შეიქმნას. აცხადებენ, რომ აქამდე თავად ხელისუფლება ამბობდა დებატებზე უარს.