ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს დატოვებს. ინფორმაციას მისი ადვოკატი ადასტურებს. გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.