გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები საერთო იდეის გარშემო?! ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს. მიაჩნიათ, რომ უწყვეტი წინააღმდეგობა და ერთიანობა არის ის, რაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად აშინებს. ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას გამორიცხავენ გახარია საქართველოსთვის გუნდში. პარტია ოპონირებას პარლამენტის კედლებიდან განაგრძობს. კონსოლიდაციისთვის და საერთო მიზნის გარშემო ერთობლივი ბრძოლისთვის მზადაა პარტია ლელო, თუმცა აქვე დასძენენ, რომ ოპოზიციის ერთ პარტიაში გაწევრიანება მათთვის მიუღებელია.