ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა

2026-01-25 14:02:07+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩავიდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ვილნიუსში ვოლოდიმირ ზელენსკი „ლიუბლინის სამკუთხედის“ ფორმატის ფარგლებში ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან, გიტანას ნაუსედასთან და კაროლ ნავროცკისთან შეხვედრებს გამართავს.

პრეზიდენტები ასევე ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას იანვრის აჯანყების 163-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. საუბარია რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ყოფილი პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობის ხალხების შეიარაღებულ აჯანყებაზე.