ფილარმონიიდან პარლამენტამდე, მარში სახელწოდებით - „დაიცავი განათლება“ იმართება. დემონსტრანტები განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას აპროტესტებენ. „განათლებას საფრთხე ემუქრება“ - აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეფორმები აკადემიურ თავისუფლებას, განათლების ხარისხსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს. დღევანდელი მარშს, დემონსტრანტები სიმბოლურად, განათლების საერთაშორისო დღეს მართავენ.. როგორც ამბობენ, მარში განათლების სისტემის პოლიტიზაციის, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის დასაცავად გაიმართება.