სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების შემდეგ, გუშინდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ორსაათიან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში პროდუქტებზე გაზრდილი ფასების მიზეზები იყო - Palitra News

სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების შემდეგ, გუშინდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ორსაათიან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში პროდუქტებზე გაზრდილი ფასების მიზეზები იყო

2026-01-24 15:20:00+04:00

სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების შემდეგ, გუშინდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ორსაათიან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში პროდუქტებზე გაზრდილი ფასების მიზეზები იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ორსაათიან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში პროდუქტებზე გაზრდილი ფასების მიზეზები იყო. პრემიერის განცხადებით, ფასნამატი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად მაღალია, ხოლო შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიზანი ფასების დაბალანსება და მოსახლეობის ინტერესების დაცვაა. შეხვედრის შემდეგ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომისიას პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროცესის დადებით შედეგებს ელიან. მთავრობის ინიციატივას სკეპტიკურად აფასებენ ეკონომისტები და ოპოზიცია. მათი თქმით, შესაძლოა ინიციატივის უკან ბიზნესზე ზეწოლის რისკები იყოს. სამუშაო ჯგუფი მუშაობას აპრილში დაასრულებს, მანამდე კი მორიგი შეხვედრა ორშაბათს არის დაგეგმილი.