„ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს - Palitra News

„ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

2026-01-24 15:14:39+04:00

„ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. განცხადების თანახმად, ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, „ქართული ოცნების“ ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს. ვინ არიან მომხსენებლები და როგორია მოლოდინები საქართველოში?!