ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებული მამაკაცი, თურქეთის რესპუბლიკის მიერ, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და ნივთის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.