საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. მათ შორის: სასკოლო ფორმას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას, პირველკლასელთა რეგისტრაციას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს.