რას გეგმავს ოპოზიცია და მოსალოდნელია თუ არა მათი საბოლოო გაერთიანება?! ოპოზიციის გაერთიანების საკითხი ქართულ პოლიტიკაში კვლავ დღის წესრიგში დგას, თუმცა ერთობასთან დაკავშირებით კონკრეტული კონტურები კვლავ არ ჩანს. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის, მნიშვნელოვანია, საპროტესტო მუხტი შენარჩუნდეს. როგორც თავად ამტკიცებენ, საერთო გადაწყვეტილებების მიღებას მხარს უჭერენ და ამბობენ იმასაც, რომ პროცესში მესამე სექტორიც უნდა ჩაერთოს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს. ექსპრემიერის გუნდი ოპონირებას პარლამენტის კედლებიდან განაგრძობს.