ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს - Palitra News

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს

2026-01-24 12:21:10+04:00

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს. ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. განცხადების თანახმად, „ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, „ქართული ოცნების“ ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს“.