შეკრება-მანიფესტაციის შესახებ გამკაცრებულ კანონს, კერძოდ კი ტროტუარზე დგომისა და მოქალაქეებისთვის გზის შეფერხების ბრალდებით გასამართლებას, ოპოზიციაში რეპრესიულ კანონად აფასებენ. მათი განმარტებით, ხელისუფლება რეპრესიული კანონებით თავისუფალი მომიტინგეების გამოხატვის შეზღუდვას ცდილობს. სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად რამდენიმე მომიტინგე ცნო. კერძოდ, მიხეილ ზაქარეიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ლუკა ნაგლიაშვილს - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.