პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია უკვე 400 დღეზე მეტია გრძელდება, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები. გუშინდელ აქციას შეუერთდა ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება გუშინ დილით დატოვა.