აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს გრენლანდიის ირიბ დაცვას და მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო მისი რესურსები უნდა გაიზიაროს. მისი თქმით, რეგიონში უცხოურ აგრესიას არა დანიის, არამედ ამერიკის სამხედრო ძალა აკავებს.. ვენსი ამბობს, რომ არქტიკის კონტროლი აშშ-ის სარაკეტო თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.