ტროტუარზე დგომის ფაქტზე რამდენიმე აქტივისტისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას, ევროკომისიის პრეს-სპიკერი ეხმაურება. ანიტა ჰიპერის თქმით, "ქართული ოცნების" მიზანი განსხვავებული აზრის ჩახშობა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებაა. ჰიპერს კითხვა "ევროსკოპის რედაქტორმა" თამარ ნუცუბიძემ დაუსვა. საპასუხოდ, პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ ფაქტი დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებელია.