ახალი სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივა რეგიონში.. კარგავს თუ არა საქართველო როლსა და ფუნქციას?! - პოლიტიკური განხილვისა და შეფასებების თემაა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადების ის ნაწილი, სადაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი აზერბაიჯანის გავლით მოხდება. შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ ქართულ ოცნებაში. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საუბარი არა საქართველოს ჩანაცვლებას, არამედ დამატებითი მარშრუტის შექმნას შეეხებოდა. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება აჩვენებს, რომ ალტერნარტიული დერეფნის რეალური პერსპექტივები საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის დაკარგვის რისკებს აჩენს.