ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. სასამართლოს განცხადებით, საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სტატუსი მიენიჭოს. საჩივარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა მიერ 2025 წელს გაიგზავნა და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებას შეეხება, რამაც, ორგანიზაციის შეფასებით, კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევა გამოიწვია. სტრასბურგის სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად მოკლე ვადაში მიიღო და სახელმწიფოს პოზიციის წარდგენის ვადა 2026 წლის 15 მაისამდე განუსაზღვრა.