რა იწვევს პროდუქტებზე მაღალ ფასებს და როგორ უნდა დარეგულირდეს ფასი ბაზარზე?! - სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მუშაობის მეორე დღე შეაჯამა - Palitra News

რა იწვევს პროდუქტებზე მაღალ ფასებს და როგორ უნდა დარეგულირდეს ფასი ბაზარზე?! - სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მუშაობის მეორე დღე შეაჯამა

2026-01-23 20:53:01+04:00

რა იწვევს პროდუქტებზე მაღალ ფასებს და როგორ უნდა დარეგულირდეს ფასი ბაზარზე?! - სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მუშაობის მეორე დღე შეაჯამა. ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა კითხვებზე პასუხები სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებისგან მიიღო. მთავრობის ამონაცაა, დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის. კომისია პრობლემად ასახელებს ფასნამატს, რომელიც საშუალოდ 86%-ს შეადგენს. ფასების რეგულირების ინიციატივას მიესალმებიან დისტრიბუტორთა ბიზნესოციაციის წევრები, თუმცა გამოწვევად იმ ხარჯებს ასახელებენ, რაც ფასზე გავლენას ახდენს.