საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივა და დებატები პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ინდივიდებთან - ქართული ოცნება მედიისგან შემოთავაზებას ელოდება... იდეა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის - Palitra News

საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივა და დებატები პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ინდივიდებთან - ქართული ოცნება მედიისგან შემოთავაზებას ელოდება... იდეა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის

2026-01-23 20:51:51+04:00

საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივა და დებატები პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ინდივიდებთან - ქართული ოცნება მედიისგან შემოთავაზებას ელოდება... იდეა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი კობახიძის აზრით, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე მოსაზრებების გაცვლა, სიძულვილის ენამ ჩაანაცვლა. მთავრობის მეთაური დისკუსიის სივრცის გაქრობის მიზეზად, გარე ჩარევებს ასახელებს. აღნიშნავს, რომ დებატების კულტურის დაბრუნება საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულების ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება. იდეს ემხრობიან თანაგუნდელებიც. დებატებში მონაწილეობაზე მზაობას გამოხატავენ ხელისუფლების ოპონენტებიც...სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს დისკუსიის ფორმატიც და დებატებში მონაწილე პირთა ვინაობაც.