„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე თავისუფალია. 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დილით დატოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ვაშაძეც, ოპოზიციის ერთობის ინიციატივას უერთდება. ორგანიზება, სისტემურობა, შეკავშირება - ეს ის კომპონენტებია, რომელსაც პოლიტიკოსი მიზნის მიღწევის გასაღებად ასახელებს. ერთიანი ძალებით გამარჯვების იდეის სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც სჯერათ, თუმცა მოსაზრებების შეჯერებისა და კონსულტაციების გამართვის ანონსის მიუხედავად, ერთობის კონტურები ჯერ არ ჩანს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამ პროცესში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს მნიშვნელოვანი როლი ექნებათ.. რა გზავნილები აქვს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საპატიმროს დატოვების შემდეგ და როგორია ოპონენტთა ერთობის პერსპექტივები?!