საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ მოქალაქეს, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომის ფაქტზე 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ - Palitra News

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ მოქალაქეს, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომის ფაქტზე 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

2026-01-23 15:53:34+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ მოქალაქეს, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომის ფაქტზე 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულთა უფლებადამცველის განცხადებით, საქმე სადავო ნორმის გამოყენებას ეხება და გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება. მისივე თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება. უფლებადამცველის შეფასებით, სასამართლოს განმარტება წინააღმდეგობრივია და კანონის არათანაბარ გამოყენებაზე მიუთითებს.