ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო - Palitra News

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო

2026-01-23 15:52:29+04:00

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. სასამართლოს განცხადებით, საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სტატუსი მიენიჭოს. საჩივარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2025 წელს გაიგზავნა და შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებას, რამაც, ორგანიზაციის შეფასებით, კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევა გამოიწვია. სტრასბურგის სასამართლომ საქმე მოკლე ვადაში მიიღო არსებითად განსახილველად და სახელმწიფოს პოზიციის წარდგენის ვადა 2026 წლის 15 მაისამდე განუსაზღვრა.