დაკარგავს თუ არა საქართველო რეგიონში მთავარი სატრანზიტო ქვეყნის როლს - აღნიშნული საკითხი პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს გავლით მიმდინარეობს, თუმცა მომავალში, შესაძლოა, სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით ალტერნატიული მარშრუტი ამოქმედდეს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია უალტერნატივოა და საუბარია დამატებით მარშრუტზე, რაც მისასალმებელია. ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ ეს სიახლე ქვეყნის სატრანზიტო როლს მნიშვნელოვნად დააზიანებს. საკითხი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც განიხილეს. როგორ აფასებენ ამ ამბავს საქართველოს და რა მოლოდინი არსებობს.