სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შესწავლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია მუშაობას აგრძელებს - რა მოლოდინებია ოპოზიციაში - Palitra News

სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შესწავლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია მუშაობას აგრძელებს - რა მოლოდინებია ოპოზიციაში

2026-01-23 15:48:57+04:00

სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შესწავლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია მუშაობას აგრძელებს - ხელისუფლების განცხადებით, კომისიის მიზანია ფასების წარმოქმნის ჯაჭვის დეტალური ანალიზი და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ აპრილის ბოლოს მნიშვნელოვან შედეგს ელიან, თუმცა ფასების კლება შესაძლოა იქამდეც დაიწყოს. ამ საკითხის შესწავლა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტშიც იგეგმება. ამ ეტაპზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სხვადასხვა კომპანიაში დოკუმენტაციას იძიებს. ოპოზიცია ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. როგორია პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები აღნიშნულ საკითხზე