რაზე ისაუბრა გორგი ვაშაძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვის შემდეგ და რას გეგმავენ ოპოზიციაში - Palitra News

რაზე ისაუბრა გორგი ვაშაძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვის შემდეგ და რას გეგმავენ ოპოზიციაში

2026-01-23 15:47:46+04:00

7-თვიანი პატიმრობის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. პოლიტიკოსს ადგილზე ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ, სადაც ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ბრძოლას ქვეყნის ევროპული კურსის დასაბრუნებლად განაგრძობს. მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია ოპოზიციის მეტი ორგანიზება, სისტემურობა და ერთიანობა. ამავდროულად, ოპოზიციური პარტიები ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად შეხვედრებს აგრძელებენ და ამის დეტალები, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. რაზე ისაუბრა ვაშაძემ და რას გეგმავენ ოპოზიციაში - თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.