პოლიტიკური დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მედიისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

პოლიტიკური დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მედიისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-23 15:44:57+04:00

პოლიტიკური დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მედიისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მზად არიან კონსულტაციებისთვის და დისკუსიისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. პრემიერ-მინისტრის თქმით, დაახლოებით 2 კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს დებატების პირველი ფორმატი. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლები პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გაღვივებაში ოპოზიციას სდებენ ბრალს. ხელისუფლების ოპონენტები კი ამ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ დებატებისთვის მზად არიან, თუმცა მიუთითებენ, რომ წლების განმავლობაში საჯარო დისკუსიებს თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლები გაურბოდნენ. რამდენად რეალურია პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.