პრემიერის განცხადებით, ორ კვირაში უნდა არსებობდეს გარკვეული ფორმატები სხვადასხვა მხარეს შორის პირველი დებატების გასამართად - რას აცხადებენ ოპოზიციაში - Palitra News

პრემიერის განცხადებით, ორ კვირაში უნდა არსებობდეს გარკვეული ფორმატები სხვადასხვა მხარეს შორის პირველი დებატების გასამართად - რას აცხადებენ ოპოზიციაში

2026-01-23 12:19:19+04:00

დებატების გამართვის თაობაზე "ქართული ოცნება" მედიისგან შემოთავაზებას ელოდება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მზად არიან კონსულტაციებისთვის, რათა ჩაერთონ დისკუსიის ფორმატში ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება. მთავრობის მეთაურის თქმით, ორ კვირაში უნდა არსებობდეს გარკვეული ფორმატები სხვადასხვა მხარეს შორის პირველი დებატების გასამართად. უმრავლესობის წევრები და პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გაღვივებაში ოპოზიციას ადანაშაულებენ. სახელისუფლებო გუნდის ინიციატივას პასუხობენ ოპოზიციაში და ბრალდებებს პირიქით ქართული ოცნებისკენ მიმართავენ. ოპონენტები მზაობას გამოთქვამენ დებატებში ჩაერთონ, თუმცა იქვე დასძენენ, რომ წლებია საჯარო დებატებს თავად "ქართული ოცნების" წევრები გაურბიან.