7 თვიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა - რა მთავარა აქცენტებს მოიცავდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის პირველი კომენტარი - Palitra News

7 თვიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა - რა მთავარა აქცენტებს მოიცავდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის პირველი კომენტარი

2026-01-23 12:17:27+04:00

7 თვიანი პატიმრობის შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაკავებულმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ განწყობა ოპტიმისტური აქვს და შემართებით განაგძრობს ბრძოლას ქვეყნის ევროპულ კურსზე დასაბრუნებლად. მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა და ერთიანობა - გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეს არის ის ძირითადი პუნქტები, რაც ქვეყნას განვიარების გზაზე დააბრუნებს. ვიდრე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საპატიმროებს ეტაპობრივად ტოვებენ, "ქართული ოცნების" ოპონენტი ძალები ერთიანი ხედვასა და სტარტეგიაზე ჩამოსაყალიბებლად შეხვედრებს მართავენ. რა სახეს მიიღებს ოპონენტთა ერთობა? როგორც ჩანს საზოგადოება დეტალებს უახლოეს მომავალში გაიგეს. მერაბ პაპაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.