გიორგი ვაშაძე - როდესაც მიზანი ამხელა და ერთიანია, რა გვჭირდება? მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება, ამიტომ გვინდა ერთიანობა - ყველას უნდა დაველაპარაკოთ, პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ - Palitra News

გიორგი ვაშაძე - როდესაც მიზანი ამხელა და ერთიანია, რა გვჭირდება? მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება, ამიტომ გვინდა ერთიანობა - ყველას უნდა დაველაპარაკოთ, პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ

2026-01-23 11:15:10+04:00

როდესაც მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ რა გვჭირდება? მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება, ამიტომ გვინდა ერთიანობა,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ერთიანი ძალებით უნდა გაიმარჯვონ.

„ბოლო პერიოდში სულ ერთიანობაზეა საუბარი, მიზანი საერთო გვაქვს, გვინდა თავისუფლება, სამართლიან გარემოში ვიცხოვროთ, განვითარების გზას დავადგეთ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, გვინდა ადამიანებს არ იჭერდნენ, უბრალოდ იმიტომ რომ არ მოსწონთ; გვინდა, წინ წავიდეთ, გვინდა ჩვენი ქვეყნით ვიამაყოთ, დავოსში გვინდა ვიყო წარმოდგენილები, სადაც განვითარებული ქვეყნების ჯგუფია. როდესაც მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ რა გვჭირდება? მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება, ამიტომ გვინდა ერთიანობა. სათავეში ხალხი უდგას. ზურას და ჩემი მოსაზრებები დიდი ხანია ერთმანეთს ემთხვევა, კარგია რომ გზა გაკაფა სანამ მე გამოვედი. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს შეხვდა, მეც ვაპირებ პირველ რიგში ზურას დაველაპარაკო და სხვებს.

პარტიების გაერთიანება ერთია, შემდეგ საზოგადოებრივი ჯგუფები, ახალი საინტერესო კვალიფიციური პროფესიონალები, რომელიც ჩანს. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ მათ შორის ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ, მეტი გააკეთონ, სიხალასე, სიახლე შემოიტანონ ამ პროცესში. ყველას უნდა დაველაპარაკოთ, მე პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ, ერთიანი ძალებით უნდა გავიმარჯვოთ“,-აღნიშნა ვაშაძემ.