23 და 24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამუშაო ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. შეხვედრა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება. დღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრის გამართვა დაადასტურა რუსულმა მხარწმაც.