რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები შინაარსიანი და კონსტრუქციული იყო, - ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა განაცხადა. „მოლაპარაკებები დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. იური უშაკოვის განცხადებით, გამართული მოლაპარაკებების დროს დადასტურდა, რომ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე უკრაინაში გრძელვადიანი მოგვარების მოლოდინი შეუძლებელია. მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების თანმიმდევრულად მიღწევს მანამ, სანამ კონფლიქტი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით არ მოგვარდება.