აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისადმი გაგზავნილი მიწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს უკან გაიწვია.„„მშვიდობის საბჭო“ უკან იწვევს თქვენთვის გამოგზავნილ მოწვევას ყველაზე პრესტიჟულ ლიდერთა საბჭოში კანადის გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი გუშინ დავოსში თანადამფუძნებელი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად მოაწერა. მისი თქმით, საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება. „წერილები რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ. აქ მხოლოდ ის ქვეყნებია, რომლებიც შემთხვევით დავოსში იმყოფებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.