თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

2026-01-22 21:27:34+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულები — პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ხუთი პირი — პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების პატიმრობიდან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, ხოლო პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა. საბოლოოდ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომაზე ბრალდებულებმა ისარგებლეს სიტყვის უფლებით და განაცხადეს, რომ მიმალვის, ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები, რაზეც პროკურატურა მიუთითებს, არ არსებობს.