ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც ვიზალიბერალიზაციაა დაფუძნებული და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.
ლამერტის თქმით, პროცესი ორეტაპიანია - კერძოდ, პირველ ეტაპზე შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს შეეხება. მეორე ეტაპზე კი არ არის გამორიცხული, უვიზო მიმოსვლის გაუქმება მთლიანად მოსახლეობისთვის.