დაკარგავს თუ არა საქართველო რეგიონში მთავარი სატრანზიტო ქვეყნის როლს - როგორც ილჰამ ალიევი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა არც ისე შორსაა დრო, როდესაც ტრანზიტი პირდაპირ - სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით წავა.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურნენ როგორც ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ საქართველოს სატრანზიტო როლი უალტერნატივოა. მათივე თქმით, საუბარია არა საქართველოს ჩანაცვლებაზე, არამედ დამატებით მარშრუტზე, რასაც მმართველ პარტიაში „მისასალმებელ ფაქტს“ უწოდებენ. ამის საპასუხოდ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ საქართველო სატრანზიტო ფუნქციას ფაქტობრივად დაკარგავს.