დონალდ ტრამპის ახალი დიპლომატიური ინიციატივა - „მშვიდობის საბჭო“ - საერთაშორისო განხილვის ეპიცენტრშია, თუმცა მის წევრთა სიაში საქართველო არ ფიგურირებს - Palitra News

დონალდ ტრამპის ახალი დიპლომატიური ინიციატივა - „მშვიდობის საბჭო“ - საერთაშორისო განხილვის ეპიცენტრშია, თუმცა მის წევრთა სიაში საქართველო არ ფიგურირებს

2026-01-22 21:20:36+04:00

დონალდ ტრამპის ახალი დიპლომატიური ინიციატივა - „მშვიდობის საბჭო“ - საერთაშორისო განხილვის ეპიცენტრშია, თუმცა მის წევრთა სიაში საქართველო არ ფიგურირებს. შტატების ლიდერის ინიციატივით შექმნილი საბჭო საერთაშორისო კონფლიქტების, ალტერნატიული მოლაპარაკებების ფორმატში განხილვას ისახავს მიზნად. წევრობაზე მიწვევა დაახლოებით 50-მა ქვეყანამ მიიღო - მათ შორის არიან რუსეთი, ბელარუსი და ჩვენი მეზობელი ყველა სახელმწიფო. სხვა ქვეყნების ჩართულობის ფონზე, საქართველოს ამ პროცესს მიღმა დატოვებას ოპოზიცია მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსისა და საგარეო ასპარეზზე დაზიანებული რეპუტაციის შედეგად აფასებს. ამის საპასუხოდ, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საბჭოს ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს მიწვევა არ მიუღია.