დავოსში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს - Palitra News

დავოსში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

2026-01-22 16:43:16+04:00

დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.

აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოვა.