საგამოძიებო სამსახურმა ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2025-2026 წლებში ყიდულობდა სხვადასხვა დასახელების ბრენდულ ვადაგასულ პროდუქტს, რომელიც უნდა გამოეყენებინა ცხოველების საკვებად. დაკავებული პირი კუსტარულად დამზადებული ბეჭდის მეშვეობით პროდუქციას ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და აღნიშნული პროდუქტის რეალიზაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ახდენდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით.