მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე - არის უიმედობა, სასოწარკვეთილება, მაგრამ მე მოვედი, რომ გითხრათ: იმედი არის და თავისუფლება, ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე - არის უიმედობა, სასოწარკვეთილება, მაგრამ მე მოვედი, რომ გითხრათ: იმედი არის და თავისუფლება, ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა

2026-01-22 16:00:52+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. - სხდომას დიდხნიანი პაუზის შემდეგ სააკაშვილი პირველად დაესწრო. დათმობილი დრო ექსპრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენა. აღნიშნა, რომ ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა. სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის შესახებაც ისაუბრა. განცხადებების შემდეგ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზი დატოვა. პროცესი მოწმეების დაკითხვით დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.