დონალდ ტრამპის ახალი დიპლომატიური ინიციატივა - ,,მშვიდობის საბჭო“ საერთაშორისო განხილვის ცენტრშია, თუმცა სიაში საქართველო არ ჩანს - როგორ აფასებენ საქართველოს პროცესებს მიღმა დატოვებას პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

დონალდ ტრამპის ახალი დიპლომატიური ინიციატივა - ,,მშვიდობის საბჭო“ საერთაშორისო განხილვის ცენტრშია, თუმცა სიაში საქართველო არ ჩანს - როგორ აფასებენ საქართველოს პროცესებს მიღმა დატოვებას პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-22 15:52:15+04:00

დონალდ ტრამპის ახალი დიპლომატიური ინიციატივა - ,,მშვიდობის საბჭო“ საერთაშორისო განხილვის ცენტრშია, თუმცა სიაში საქართველო არ ჩანს. ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით ჩამოყალიბებული „მშვიდობის საბჭო“ მიზნად ისახავს საერთაშორისო კონფლიქტების, მათ შორის, ღაზის კონფლიქტის ალტერნატიული მოლაპარაკებების ფორმატში განხილვას. წევრობაზე მიწვევა დაახლოებით 50 ქვეყანამ მიიღო, მათ შორის რუსეთმა, ბელარუსმა და სამეზობლოს ყველა სახელმწიფომ.. მეზობელი სახელმწიფოებისთვის გაგზავნილი მიწვევისა და საბჭოს მუშაობაში მსოფლიოს სხვა ქვეყნების მონაწილეობის ფონზე, საქართველოს პროცესებს მიღმა დატოვებას, ოპოზიცია მმართველი გუნდის პოლიტიკური კურსისა და საგარეო ასპარეზზე დაზიანებული რეპუტაციის შედეგად აფასებს. საპასუხოდ, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საბჭოს ფოკუსიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მიწვევა ამ დრომდე არ მიუღია.