ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-22 15:49:06+04:00

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ინსტიტუტის პოზიცია გააჟღერა და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეყრდნობა და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. მიდგომა ორეტაპიანია. თავდაპირველად, შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს შეეხება. შემდეგ ეტაპზე კი, ლამერტმა არ გამორიცხა - უვიზო მიმოსვა მთლიანად მოსახლეობისთვის გაუქმდეს.