აზერბაიჯანმა სომხური მხარისგან სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით მოთხოვნა მიიღო - როგორ ხედავენ მეზობელი სახელმწიფოები ამ მხრივ თანამშრომლობის პერსპექტივებს და სად არის საქართველო ამ პროცესში - Palitra News

აზერბაიჯანმა სომხური მხარისგან სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით მოთხოვნა მიიღო - როგორ ხედავენ მეზობელი სახელმწიფოები ამ მხრივ თანამშრომლობის პერსპექტივებს და სად არის საქართველო ამ პროცესში

2026-01-22 15:45:39+04:00

ახალი დერეფანი და საქართველო - აზერბაიჯანმა სომხური მხარისგან სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით მოთხოვნა მიიღო. აზერბაიჯანული მედია ილჰამ ალიევის იმ განცხადებას ციტირებს, რომელიც პრეზიდენტმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე გააკეთა. ალიევის თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა, არც ისე შორსაა დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება. ოპოზიციაში სატრანზიტო კუთხით საქართველოს ფუნქციის დაკარგვაზე საუბრობენ. საპასუხოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნის სატრანზიტო როლი უალტერნატივოა. მათი თქმით, საუბარი არა საქართველოს ჩანაცვლებაზე, არამედ დამატებით მარშრუტზეა, რაც მისასალმებელია. როგორ ხედავენ მეზობელი სახელმწიფოები ამ მხრივ თანამშრომლობის პერსპექტივებს და სად არის საქართველო ამ პროცესში?!