საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ვეტერინარული ლაბორატორიები დაათვალიერა. გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა და მათთან უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივებიც განიხილა. ლაბორატორიების კეთილმოწყობასთან ერთად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, სრულად განახლდა უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის სახურავი. განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ლაბორატორიების მოწყობის ღირებულება ჯამში მილიონ ლარზე მეტია.