დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა - Palitra News

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა

2026-01-22 12:19:49+04:00

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა. ტრამპის თქმით, გრენლანდიის საკითხი მარკ რუტესთან ერთად კიდევ უფრო სიღრმისეულად განიხილა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოლაპარაკება პროდუქტიულად შეაფასა და განმარტა, რომ მხარეებმა შეიმუშავეს შეთანხმების ჩარჩო, რომლის საფუძელზეც შესაძლოა ამერიკამ ქვეყნებს სავაჭრო ტარიფები არ დაუწესოს რომელიც 1-ელ თებელვალს უნდა ამოქმედებულიყო. თავის მხრივ, მარკ რუტემ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვაზე ხარჯების გაზრდაში გაწეული წვლილისთვის. ამავდროულად, თეთრ სახლში განმარტავენ,რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების დეტალები მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.