აშშ-ის პრეზიდენტის  დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრიანებლად მიწვევა მსოფლიოს მასშტაბით 60 -მა ქვეყნამ მიიღო, მათ შორის არ არის საქართველო - ვინ რას უკავშირებს მოცემულ სიტუაციას - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტის  დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრიანებლად მიწვევა მსოფლიოს მასშტაბით 60 -მა ქვეყნამ მიიღო, მათ შორის არ არის საქართველო - ვინ რას უკავშირებს მოცემულ სიტუაციას

2026-01-22 12:13:43+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრიანებლად მიწვევა მსოფლიოს მასშტაბით 60 -მა ქვეყნამ მიიღო. მათ შორის არ არის საქართველო, თუმცა არის მისი ყველე მოსაზღვრე სახელმწიფო: სომხეთი, აზერბაჯანი, თურქეთი და რუსეთიც კი. საერთშორისო მედია იუწყება, რომ საბჭო,რომეილც მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ისრაელი-ღაზას კონფლიქტის, მოგვარებას, გაწევრიანებისთვის 1 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველო გეოპოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშორა. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებამ, რომლის თანახმადაც ერთ დღესაც სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი საქართველოს ნაცვლად აზერბაიჯანის გავლით მოხდება, ოპონენტების შეფასებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველო რუსული გავლენების გამო სატრანზიტო დერეფნებისა და მარშრუტების კუთხით სანდო არავისთვის იქნება. შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ ქართულ ოცნებაში. პარტიაში მიიჩნევენ, რომ საბჭო აერთიანებს მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ომის კუთხით მძიმე პროცესები მიმდინარეობს.