ვლადიმერ პუტინი - შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული - Palitra News

ვლადიმერ პუტინი - შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული

2026-01-22 09:57:24+04:00

შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„აშშ-ში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის ცნობით, აღნიშნულ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავს.