აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “მშვიდობის საბჭოში" მოწვევას 8 ქვეყანა შეუერთდა - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “მშვიდობის საბჭოში" მოწვევას 8 ქვეყანა შეუერთდა

2026-01-22 09:33:12+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “მშვიდობის საბჭოში" მოწვევას 8 ქვეყანა შეუერთდა. მათ შორის არიან: თურქეთი, ინდონეზია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი, იორდანია, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. . დონალდ ტრამპმა ორგანიზაციაში 58 ქვეყანა მიიწვია. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას უკვე დათანხმდა. დონალდ ტრამპის ინიციატივაა, რომ ე.წ. მშვიდობის საბჭო გაერო-ს ალტერნატივად იქცეს.